ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან. ერთმანეთს „ოპელი“ და „BMW“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. გარდაცვლილია სამი ადამიანი ორი ქალი და ერთი კაცი. ერთ-ერთი დასავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ავტომობილს.
გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები