ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ჟურნალისტთან ხუმრობდა და ამ ხუმრობის გაგრძელება იყო მისი ნათქვამი სიტყვა – “ჩათლახი”.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ზარქუამ ამერიკელ სენატორზე დასმულ კითხვას უპასუხა სიტყვით – ჩათლახი.
ირაკლი ზარქუა:
“დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო:
1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ს სენატორს.
რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.
მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.
2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.
P. S. როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია.”
კომენტარები