“გალფი”–ს ვიცე პრეზიდენტი, პიარტექნოლოგი, ნინჩო ჯიბლაძე:
გუშინწინ 19.00 საათზე ვჭამე ბოლოს. ეს გამოთქმა მიყვარს – გუშინწინ ჭამაზე. წინასწარ ვიტყვი, რომ შიმშილის ფაზების გაზრდა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც პრაქტიკა არ აქვს და ახლა იწყებს. შიმშილის ფაზების ზრდა ნელ-ნელა იწყება და თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, არანაირი პრობლემა არ არის.
ზოგადად რასაც მე დავაკვირდი, რისთვის არის შიმშილი კარგი და რატომ უყვარდებათ ეს რეჟიმი ადამიანებს? ბევრი სხვადასხვა მიზეზი ვიპოვნე:
1. ჩემი შიმშილის ფაზის 39-ე საათი გასრულდა ამ წამს. გუშინდელთან შედარებით -1.400 კგ ნაკლები ვარ. წონაში კლება არ არის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ სასიამოვნოა როცა ხვდები ტყუილად არ გიშრომია.
2. 20 საათი შიმშილის მერე იწყება ორგანიზმის ნამდვილი წმენდა, იგივე დეტოქსი. 2 ლიტრი ჩვეულებრივი თუ ლიმნიანი წყალი ან მცენარეული ჩაი, ეხმარება მავნე უჯრედებს გამოდევნაში.
3. კანისთვის არის იდეალური, კანი აშკარად მადლობელია და 24 საათიც ყოფნის ხანდახან, რომ კანი დამშვიდდეს და დაცხრეს შეშუპებები.
4. ენერგიისთვის არის ნამდვილი სასწაული. ორგანიზმის წმენდასთან ერთად მოდის უზღვავი ენერგია და თავს ძალიან კარგად გრძნობთ, ჩიტივით მსუბუქად
5. სისტემატიური შიმშილის ფაზები, მაგალითად ორ კვირაში ერთხელ 36 საათი ან კვირაში ერთხელ 24 საათი წონაში მომატებას აფერხებს და ვინარჩუნებთ სასურველ ფორმას.
6. ასევე გადასარევი მოტივატორია და ყველაზე მეტად ამ დროს ვხვდები ხოლმე, რომ არაფერია შეუძლებელი თუ მოინდომებს ადამიანი.
შიმშილის ფაზას საღამოს ვიწყებ ხოლმე, მაგალითად 18.00 საათზე. მეორე დღის 18.00 საათამზე არაფერს ვიღებ გარდა: წყალი, ლიმნიანი წყალი, 2 ჭიქა ყავა… შეიძლება მცენარეული ნაყენიც, ჩაის სახით. თუ გავძელი – გადავაბამ ხოლმე და მესამე დილის 10 საათზე 40 საათი გამომდის. ერთხელ 63 საათი გავაკეთე და არც მშიოდა, უბრალოდ ვჭამე – თავს სუპერ ადამიანად ვგრძნობდი, რაც სასაცილოა ნამდვილად. BreakFast – ანუ ფასტინგის, მარხვის გატეხვა – იგივე პირველი კვება ინტერვალის მერე, ამ დროს კარგია ბანანი, შვრიის ფაფის პატარა ულუფა – მსუბუქი საუზმე, რომ არ დაგვამძიმოს.
სირთულეები გვაძლიერებს,, რაღაცის მოკლება გვზრდის და უარის თქმა გვწვრთნის – ვიფიქროთ ამაზე. არავინ ვიცით როდის გამოგვადგება ეს გამძლეობა.
ბევრი ჩემი მეგობარი აკეთებს გრძელ ინტერვალებს და ყველა კარგადაა, არავის წასვლია გული შიმშილისგან.
ჩვენ არც ტიბეტელი ბერები ვართ და არც იოგები, ამიტომ რადიკალური გრძელი ფაზები რა თქმა უნდა არ შეიძლება.
შემცირებული ულუფების და გაზრდილი ინტერვალების შედეგს კიდევ ძალიან მალე დავინახავთ.
გთხოვთ მომწეროთ, ვინ როგორ ხართ – დღეს მეოთხე დღეა ჩვენი წამოწყების.
მე არც ექიმი ვარ, არც ნუტრიციოლოგი, არც მეცნიერი ან რაიმე პრემიის მფლობელი კვების საკითხებში. უბრალოდ ვთვლი რომ ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი არასოდესაა უდროო. ამიტომ ვისაუბროთ.
ვისაც არ დაგეზარებათ, გთხოვთ მომწეროთ რა გამოცდილება გაქვთ შიმშილის ფაზებზე, თუ მიმართავთ ამ პრაქტიკას და რა შედეგები გაქვთ.”
კომენტარები