ლელა ჩხარტიშვილი:
“წირვიდან მომავალი, მზეო-მაკრინესა და ზაირა-ელისაბედის, დიალოგი გორის ავტობუსში…
_ აკურთხეი ქალო სახლი?
_ ძალიანაც კი მინდა, მაგრამა ჯერა არა მაქვს საშუალებაი.. 200 ლარი ხო უნდა მივცე მამა ზაურსა.. ცალკე კიდევა სუფრაი…ხო უნდა დაილოცოს. ეს ოხერი. გავყიდი ვაშლსა და მოვითქვამთ სულსა.
_ სული რომ მოითქვათ, მაგიტომ საჩქაროდა აკურთხე კარ-მიდამოი.. გოგო რომ გიზის სახლში, ხო არ დააბერებ. გათხოვება უნდა. კაი ფულიანი სიძეი დაგხატავდა..
_ აბა უფულოი ვის რად უნდა?
_ ხოდა მამა ზაურის კურთხევასა სხვა მადლი ააქვს..საცა ფეხი დაადგა, აყვავდნენ ლამისა.
_ მაა ქალო.. რობოაანთსას ბიჭი არა ჰყავდათ და მიეცათ. ვინ იფიქრებდა მაგასა…გოგიას გოგო 40-ს გადაცილებული ბიზნესმენზე გაათხოვა. მაშ.
_ უი.. რა მადლიანია ჩვენი მამაოი. ტკბილი და თბილი. სიკეთის სიმბოლოი!”
კომენტარები