საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე. ამ საკითხზე მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
„არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი, ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც. წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს ის ჯარიმდება. გინდათ დასვათ კითხვა უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არ უნდა იყოს და ეს სწორია.
რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება, როგორც ერთ მართლმადიდებელს, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არამედ სხვა პირადი მოსაზრებებიდანაც გამომდინარე, ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში – ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ დისტანციურად ვადევნო თვალი“
კომენტარები