შრომის ინსპექციამ რუსთავის აზოტის ქარხანა დააჯარიმა. შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამო საწარმოს 50 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. აზოტის ქარხანაში ნაწილობრივ შეაჩერებს სამუშაოებსაც. მიზეზი დღეს მომხდარი შემთვევაა, როცა ხარაჩოს ჩამონგრევის გამო, მუშა გარდაიცვალა.
ქარხნის ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში ხარაჩოს ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწაროს მუშაობის უფლება შეუჩერეს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, რუსთავის აზოტის ქარხანასა და გერმანიის მთავრობას შორის, მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიური გადაიარაღებისათვის ქარხანამ 2 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი მიიღო. მაშინ მაია ბითაძე აცხადებდა, რომ “ეს იქნება ნათელი მაგალითი, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, დონორების მხრიდანაც შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი დაფინანსება, თუ მათ მიერ დაგეგმილი საწარმოო პროცესების მართვის ციკლი იქნება თანამედროვე…”
უცნობია, რას ფიქრობს დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, უნდა იყოს რუსთავის აზოტის ქარხანა სხვა ქარხნებისთვისაც მაგალითი საწარმოო პროცესების მართვის ციკლში, თუ არა? შემოწმდა კი საერთოდ ქარხნის დაგეგმილი საწარმოო პროცესები, და თუ შემოწმდა რა კრიტერიუმით გაეწია რეკომენდაცია მას სახელმწიფოსგან გერმანიის მთავრობასთან?
კომენტარები