დერმატოლოგი ზაზა თელია, “რუსთავი2″–თან, კანის მოვლაზე საუბრისას, ამბობს:
“არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი – წყლის მიღება და ჰიდრატაცია უმნიშვნელოვანესია კანისთვის. რეკომენდებული დღიური ნორმა სეზონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა განსხვავდება.
არ არის დადგენილი დღიური ნორმა, რომ აუცილებლად მანდატორულია მაგალითად ადამიანისთვის, რომ მან მიიღოს 2-დან 3 ლიტრამდე წყალი დღეში. ეს დამოკიდებულია მის ფიზიკურ დამოკიდებულებაზე, ანუ როგორი ტიპის ფიზიკური აქტივობა და მეტაბოლიზმი აქვს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო ნელი მეტაბოლიზმი აქვთ, არსებობენ რომლებსაც უფრო ნაკლები მეტაბოლიზმი აქვთ. სწრაფი მეტაბოლიზმი ვისაც აქვს, ის უფრო სწრაფად განიცდის დეჰიტრატაციას და მას უფრო მეტი წყლის მიღება სჭირდება.
არსებობს რეკომენდებული დღიური ნორმები ყავასთან დაკავშირებით. ყავა, მოგეხსენებათ, შეიცავს კოფეინს. დღეში დაახლოებით 3-4 ჭიქა ყავის მოხმარება მიზანშეწონილია, შეიძლება მივიღოთ. 3-4 ჭიქაზე მეტი არ არის რეკომენდებული. ყავას დაბერების პროცესთან დაკავშირებით არ აქვს გავლენა, ყავას უფრო აქვს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობის კუთხით და დადგენილია კვლევებით, რომ კოფეინის/ყავის მიღების დღიური ნორმა კარგია და ეხმარება გულსისხლძარღვთა სისტემას ჯანმრთელად ყოფნაში.”
კომენტარები