nation.ge-ს რედაქტორი, ზუკა ნემსაძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“რამდენიმე კითხვა მაქვს “საპატრიარქოს კარის თამაშების” შესახებ:
რატომ ჰქონდა მედიას დოკუმენტის გასაჯაროვებამდე მეუფე ზენონისთვის ბრიტანეთის ეპარქიის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია?
ვინ გასცა შეკვეთა და ვინ მიუტანა მედიას ინფორმაცია?
მოხდა თუ არა, მედიაში მეუფე ზენონის კომენტარის კანონიერი გზით ჩაწერა?
მეუფე ზენონის დაანონსებული მხილების დრო ახლა რატომ დადგა და სად იყო აქამდე მეუფე თუ საპატრიარქოში პრობლემა იყო?
მეუფე დიმიტრი, მეუფე შიო და ანდრია ჯაღმაიძე, რომელსაც მედიასთან თურმე უმაგრესი ურთიერთობა ჰქონია რატომ სჭირდებოდათ დოკუმენტის გასაჯაროებამდე მედიაში ამის გავრცელება და აინტერესებდათ თუ არა მეუფე ზენონის რეაქცია?
ჰქონდა თუ არა მეუფე ზენონს სინოდალური კომისიის შეკრების და შეკრების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია?
სად არის მრევლი?
იქნება თუ არა დიდი საპატრიარქო გადატრიალება და იქნება თუ არა უწმინდესი შემდეგი?
შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია უწმინდესის გადადგომის შესახებ, რომელიც მედიაში ისევ არასრულფასოვნად გავრცელდა, იმ დღეს საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა „ნეიშენ ჯორჯიამ“ გაავრცელა პუბლიკაცია სადაც პატრიარქის გადაყენების შესახებ იყო საუბარი, როგორ მოხდა რომ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ერთ-ერთმა მედიამ ეს ამბავი ექსკლუზივად შეასაღა მაყურებელს და პატრიარქის გადაყენების ნაცვლად სიტყვა გადადგომა გამოიყენა. ამავე მედიაში დაანონსდა რომ ამის შესახებ განცხადებებს, სვეტიცხოვლობას, სატახტო ქალაქში სამღვდელობა აუცილებლად გააკეთებდა და ისეც აგიხდეთ, დიახ, გაკეთდა განცხადებები, დიახ დაანონსების შემდეგ.
თამაშობს თუ არა მედია საპატრიარქოს რუსულ თამაშს თუ უბრალოდ შეცდომაში შეჰყავს ექსკლუზივების სიყვარულს ქართული მედია?
კითხვებს ყოველთვის დავსვამ!“
კომენტარები