“სუხიშვილების“ ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა მძიმე ავარიაში მოყვა. AMBEBI.GE-ს ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი სქროლით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
ანსამბლის მენეჯერის ხატია ეკიზაშვილის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
“ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურად მძიმედ არის, მაგრამ იმდენად ჯანმრთელი ადამიანია და ეს გვაძლევს იმედს, რომ გამოვა მდგომარეობიდან და კარგად გახდება.. ამ წუთას საქმე ნამდვილად არ არის მარტივად” – ამბობს ეკიზაშვილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები