სურსათის ეროვნული სააგენტო მორიგ ინფორმაციას ავრცელებს:
„შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.
16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.“
კომენტარები