ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე:
„12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს და ბავშვს გააჩენს!
13 წლის ბიჭუნა ჩხუბის დროს მოკლეს!
14 წლის გოგონამ ბებია უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ღამის კლუბში არ გაუშვა და თავზე პატრული დააყენა!
12 წლის გოგონას მშობლებმა სკოლის მასწავლებელს უჩივლეს და ძალადობაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია გაკვეთილების მსვლელობისას საღეჭი რეზინის ღლაჭუნის და ბერვა-ხეთქვის გამო!
15 წლის ბიჭი სადარბაზოში გათიშული იპოვეს მეზობლებმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ადგილზე დავარდა, მას პლანის „პერედოზიროვკა“ დაუდგინეს
16 წლის ბიჭებმა სახლი გადაწვეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთის მშობელმა ერთად „გართობის“ (!) დროს წაასწრო და მშობელს მათი არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი
17 წლის გოგონამ სატანისტი 29 წლის შეყვარებულის რჩევით საკუთარი დედა დაკლა (!), დანით ხორცები დააჭრა, დააბასტურმა (!) და 1 თვის მანძილზე მაცივარში ინახავდა….
ეს, საქართველოში ხდება!ჰოდა, ვინც ამ ყველაფერს ემხრობით, ანუ ემხრობით იმას, რომ შვილი ტრაკზე წამორტყმით არ უნდა გაზარდო (ისე, როგორც – მე გამზარდეს და მე გავზარდე) ყველა (!)… გიმეორებთ ყვე-ლა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!
P.S. მორალისტ-ანანისტ-პრადვინუტ-ტოლერანტები არ გამომიხტეთ აქ, თორე შესაბამისი (!) საჯარო პასუხის გარეშე არ დაგტოვებთ არცერთს!!!! თუ არ მეთანხმებით უბრალოდ გააჯ%$%^ით და გასრიალდით ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ!!!
ნურც რჩევების მოცემას ნუ დამიწყებთ – „შვილი მეგობრად უნდა გაზარდო“ და მსგავსი… იმიტომ, რომ მე (!) ვერასოდეს (!) ვერავინ (!) ვერ მასწავლის როგორ უნდა გაზარდო საქართველოში (!) კარგი შვილი!“
კომენტარები