ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:
❗️არავის არ ვუპირისპირდები❗️
✅უბრალოდ, ისეთ სიბნელეშია ქვეყანა, რომ გამოსავალი არ ჩანს❗️
✅წესით, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მაგრამ საქართველოში 8-კლას დამთავრებული დიასახლისი კარდიოქირურგიული ოპერაციის “ექსპერტულ” დასკვნებს იძლევა და ფართო საზოგადოების (თავისნაირების) საინფორმაციო ველში “საიმედო წყაროდ” მიიჩნევა❗️
✅ახლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ “ჰონგ კონგის” ვირუსს. ამ შემთხვევაში საინფირმაციო ვირუსზეა საუბარი.
✅ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია? ყველამ ვიცით. საინფორმაციო სააგენტოების გუშინდელ “საინფორმაციო ველს” რომ გადავხედავთ, ეს ინფორმაცია წამოვიდა ივანე ჩხაიძისგან. პედიატრი, დახურილი საავადმყოფის კლინიკური დირექტორი. თავის საავადმყოფიში შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებს რომ ვერ მიხედა. როგორც იტყვიან, “ჯერ საკუთარ სახლს მიხედე და მერე სხვაზე ისაუბრე”.ამ ქვეყანაში ელექტრიკს რატომ ეკითხებიან სანტეხნიკაზე?
✅რატომ გავრცელდა ეს არასწორი ინფორმაცია? იმიტომ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ქვეყანაში არ არის დანიშნული❗️ამ საკითხებზე ქვეყანაში უნდა საუბრობდეს კომპეტენტური პირი❗️
✅და ბოლოს, ქალბატონი გაბუნია არის პოლიტიკური ფიგურა და იმიტომ ვერ/არ საუბრობს კოვიდზე. ეს კიდევ ერთხელ არის მკაფიო გზავნილი, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს აპოლიტიკური!”
კომენტარები