სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია:
,,ვერც კი ხვდებიან რამხელა შეუარცხყოფას აყენებენ მიშას სინამდვილეში!
ამაზე დიდი ამაზრზენი რა უნდა იყოს, რომ ადამიანები ამტკიცებთ მიშას გვერდზე რაც იწერება მისი დაწერილი არ არისო!
მისი წერილები გამოაქვთ კონკრეტულ ადამიანებს! ეს ადამიანები არიან მისი ადვოკატები, უახლოესი მეგობრები და დედა, გიული ალასანია!
ანუ კარგი ვთქვათ, ადვოკატები და მეგობრები ღალატობენ მიშას(ამაზე დიდი უაზრობა ხომ მეორე არ არსებობს), მაგრამ ამტკიცებთ იმას, რომ მისი მშობელი დედაც ღალატობს? შედის მიშასთან და არ ეუბნება შენს გვერდზე ესენი იპოსტებაო? და მიშას ამაზე რეაქცია არ აქვს და ამ ,,მატყუარებთან” მეგობრობს ისევ და ისევ ეს ადვოკატები ჰყავს?
ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა შეიძლება იყოს, როცა ამტკიცებთ, რომ ადამიანები, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასები და მეგობრები არიან, ღალატობენ მას და ამას თვითონ ვერ ხვდება და მხოლოდ მათთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს! ან როგორ შეიძლება მსგავსი რამ აკადრო ქალბატონ გიულის და თქვა, რომ მიშას მშობელი დედაც ღალატობს და არაფერს ეუბნება!
სირცხვილია ხალხო! სირცხვილი და მარაზმია ამ ყველაფრის კადრება და ლაპარაკი!
პ.ს. აგერ ხაჭაპურიძემაც დაადასტურა, რომ დღევანდელი პოსტიც ქალბატონი გიულის აკრეფილი და დადებულია მიშას გვერდზე!
მოეშვით ამ სამარცხვინო კამპანიას და ნუ ამცირებთ ასე ადამიანს! საერთოდ არ გრცხვენიათ როცა მის უახლოეს ადამიანებს მოღალატეებს ეძახით?
არ შეიძლება უბრალოდ ასე!
#თავისუფლებამიშას!
კომენტარები