კორონავირუსის გავრცელებისთვის, ყირგიზეთში პირველი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის COVID-19-თან ბრძოლის შტაბი ავრცელებს.
ეჭვმიტანილი კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს. როგორც შემოწმებისას გაირკვა, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
“სამწუხაროდ, დაკავებული თავის ახლობლებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს უმალავდა დაავადების შესახებ, ახლა ჰოსპიტალშია გადაყვანილი, გამოჯანმრთელების შემდეგ კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,”– აცხადებენ შტაბში.
კომენტარები