ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
“რახან დილიდან ყველგან, საერთოდ ყველა საკომუნიკაციო არხით მკითხეს, დავწერ, ჯანდაბას.
მეგობრებო, სწორი ფორმაა “კატარი” და არანაირი ”ყატარი”. არაბული ასო-ბგერა “კაფი” (ჟღერადობით სადღაც კ-სა და ყ-ს შორისაა) ქართულში კონვერტირდება ასო-ბგერა “კანად”, ანუ “კ”-დ.
მაგალითად, ამავე ასოთი დაწყებული არაბული ტოპონიმი “კაჰირა” ქართულში გადმოდის კაიროდ და არა ყაიროდ, ან ქაიროდ, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად – ერაყი და არა – ერაკი, მაგრამ ეს არის გამონაკლისი. გამონაკლისი კი მოგეხსენებათ, წესს ადასტურებს.
იკუ, სამწუხაროდ, შენს შემთხვევაში არაფერი იცვლება და რაც გქვია ეგ სიტყვა ისევ ასო-ბგერა “ყ”-თი იწყება.”
კომენტარები