ვაშინგტონი მზადაა მხარი დაუჭიროს კიევს “იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
“ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ვადებში, მაგრამ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება”, – თქვა ოსტინმა
ოსტინის თქმით, უკრაინა ფოკუსირებულია, რომ თავისი სუვერენული ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიბრუნოს.
გარდა ამისა, ოსტინი ის მიიჩნევს, რომ უკრაინა აშშ-ს მხარდაჭერით ზამთრის თვეებში საბრძოლველად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.
კომენტარები