ჩინეთში ექვსი თვის შემდეგ, კორონავირუსისგან გამოწვეული პირველი სიკვდილი დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევების რიცხვიც იზრდება, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ შაბათის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქში სამი გარდაცვალება დაფიქსირდა, რითიც ქვეყანაში დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 5,229-მდე გაიზარდა. პეკინი, სადაც 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ისევ ჩაკეტილია.
მუნიციპალიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ პეკინს ემუქრება “საშინელი და რთული ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სიტუაცია”.
კომენტარები