რამდენიმე წუთის წინ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში მსხვილი ჩარიცხვა განხორციელდა.
სხვადასხვა კომპანიებისა და კერძო პირების მიერ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ჩარიცხული თანხის საერთო ოდენობა ამ დრომდე 24 მილიონ ლარს შეადგენდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თანხა 124 მილიონამდე გაიზარდა, შემომწირველი კომპანიების ჩამონათვალში კი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდი” გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ლარი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გამოყო.
კომენტარები