“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
“აღარ მახსოვს ახლა რა ამბავი გავიგეთ ტელევიზიით მაშინ, მთავარ არხზე იყო ჩართული, დედაჩემის სახლში. რაც გამოკვეთილად მახსოვს – მე და ჩემმა ძმამ ერთმანეთს გადავხედეთ, და გიორგიმ მითხრა, მთავარი არხია და მოდი ჯერ სადმე გადავამოწმოთო.
მერე ვფიქრობდი, რომ სევდიანია, როცა შენს ფლანგზე მყოფს ვერ ენდობი და უნდა გადაამოწმო. ისევე უნდა გადაამოწმო როგორც იმედი და პოსტივი.
სევდიანი განსაკუთრებით იმიტომაცაა, რომ ვერ ენდობი მაშინაც, როცა ასი პროცენტით მართალია.
ეს ნდობის კრიზისი არ არის ხელისუფლების პროპაგანდის ბრალი.
ცხადია, პროპაგანდა მაგაზე მუშაობს, რომ ოპოზიციურად განწყობილები ერთმანეთს არ ვენდოთ, მაგრამ ნდობის კრიზისი მათი შედეგი არაა.
სულსწრაფობის და სიხარბის გამო 11 წელი ისე გადის ოპოზიციური ფლანგის უდიდესმა ნაწილმა ვერ მოახერხა ნდობის შენებისთვის დრო გამოენახა. 11 წელი არ არის ცოტა და რაღაც დროს რომ დაეწყოთ, ახლა წინ ვიქნებოდით.
მაგრამ ჯერ ხიხოსთვის წნევის გაზომვა, მერე საქართველოს გადარჩენა, მერე რუსის ტანკი, მერე პრეზიდენტისთვის შიმშილი და ათასი სხვა საქმე და ყველას ეზარება გრძელი გზით სიარული, მოკლე კი არ არსებობს.
ხაბეიშვილის კომენტარი ვნახე, კეზერაშვილს იმიტომ ვაბრალებდი ყველაფერ საზიზღრობას, რომ მაშინ ჩემსკენ არ იყოო.
ეს ისე თქვა არ გაუტყდა. არ მოერიდა. სირცხვილით ცა არ ჩამოექცა. უფრო მეტიც, ამან არ მოჭრა ბევრის ყურს. ჩემსავით ბევრი არ აღშფოთდა, რადგან შენიანია, თურმე.
ჩემიანი კი არა, ეგეთ უპიროს ბებო ეზოში არ შემოუშვებდა, არათუ ხმა ჩააბარო და ქვეყნის მართვაზე მიასუნიო სადმე.
კობახიძეს მართლა ვარცხნილობას კი არ ვუწუნებ.”
კომენტარები