ჟურნალისტი, კოკი იონათამიშვილი:
“4 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა ირანის ელჩს. შეხვედრაზე თურმე საუბარი შეეხო “რეგიონის ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს”. როდესაც ეს წავიკითხე ჩავთვალე რომ საქმე გვაქვს საქართველოს მთავრობის კიდევ ერთ მარცხთან კომუნიკაციის სფეროში, რადგან მთავრობა ვერ ხვდება რომ მსოფლიოს ყველაზე ტოტალიტარული ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ ასეთი რამ არ უნდა დაწერო. თუმცა მას შემდეგ რაც გავიგე რომ გაეროში საქართველოს წარმომადგენლმა არ მიიღო მონაწილეობა იმ რეზოლუციის კენჭისყრაში, რომლითაც ირანის მთავრობის სასტიკი რეპრესიები დაიგმო, გასაგები გახდა რომ საქმე გვაქვს საქართველოს (მთავრობის) მორიგ პოლიტიკურ მარცხთან.
ასე, ხვალ მეტს მოგვთხოვენ.
ელჩს ყოჩაღ, მაგრად უმუშავია.”
კომენტარები