ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი, რომელიც ამჟამას აშშ-ში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:
„კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა.
აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს. საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:
იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.
ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს. დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!
ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ, მათ შორის ელექტროლოტები!… ვიტამინი C, დღეში 2-ჯერ ( სულ 2000 მგ), ასევე ცინკი და ეცადეთ იკვებოთ სრულყოფლად….
თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკლი დაავადებები, მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს… მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანები დარჩნენ ისეთივე კეთლები, როგორიც დღეს არიან! გისურვებთ ჯანმრთელობას!….“
კომენტარები