ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)-ის ორგანიზებით, ტარდება კონფერენცია – ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი.
ღონისძიებას ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ანა ფოტიგა უმასპინძლებს. გამომსვლელები კი არიან საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა “უშანგი” მამულაშვილი.
“კავშირები, რომლითაც რუსეთი ცდილობს ქვეყანა რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია”. – წერს ტვიტერზე ანა ფოტიგა.
?#Georgia?? belongs to the Collective West.
The network trying to keep the country under the influence of Russkij Mir has to be exposed and we need to properly address this problem & make sure that Georgia’s future lays within the Transatlantic family.
Join us next week ? pic.twitter.com/mlhUqjRcsZ
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) November 21, 2022
კომენტარები