„ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული პერიოდით უნდა გაგრძელდეს, შესაძლოა 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარი იქნება მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს რეკომენდაციები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს.
მე პირდაპირ მივმართავ მოსახლეობას: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება საგანგებო პერიოდი.
ეს არის აუცილებელი. ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს.
ჩვენ ვალდებული ვართ არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, რაც მოვახერხეთ კიდეც, არამედ აუცილებელია ეპიდემია რაც შეიძლება მალე წავიდეს დაბლა, იმისთვის, რომ გავხსნათ ქვეყნის ეკონომიკა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გადავიტანოთ ეპიდემია, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად ფეხზე დადგომა“
კომენტარები