ფოტო – ფორმულა
მთავარი არხის ინფორმაციით, ერთი მოკლული და ერთი დაჭრილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი ქუჩაში დაჭრეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან წასვლას ცდილობდა. გუჯა ბერაძე ავტომობილში დაიღუპა.
დაჭრილია კიდევ ერთი პირი – ირაკლი კიკნაძე. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვინ ისროლა, ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივების თქმით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
კომენტარები