პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„სიხარულსაც უნდა გაუძლო?! ჰო, ალბათ, კი, უნდა გაუძლო…
ან რა უნდა იყოს ის განცდა, თუ არ შეგაზანზარებს და წაგაბორძიკებს…
უნდა წაბორძიკდე, მაგრამ არ უნდა წაიქცე…
სიხარულზე ნაკლებს ვსაუბრობთ, ნაკლებად ვწერთ… არადა, დოგმად უნდა იქცეს, კანონად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ერთმანეთი ბევრი სასიხარულო ამბებით ,,შევაწუხოთ”…
ხშირად მსმენია, წიგნებში რომ ვკითხულობთ, ბევრი სასწაულები ხდებოდა, ახლა რატომ არ ხდებაო… ახლა მეტი ხდება, უბრალოდ, დავბრმავდით, უბრალოდ, ყურადღებას არ ვაქცევთ… სადღაც ზეცაში ვიყურებით… არადა, გვერდით, ძალიან ახლოს ხდება სასწაულები…
დღევანდელი დღეც სასწაულის ნაწილია…
დღეს განივთებულად ვიგრძენი, როგორ შეიძლებოდა დიდგორის ომზე ქართველების გვერდით მდგარიყო წმინდა გიორგი…
კი, ახლა ჩემი გამოცდილებით მჯერა…
დიდგორის აღმართზე ის ჩვენ გვერდით მოდიოდა… მოგვყვებოდა… გვანუგეშებდა… გვაძლიერებდა… რწმენას და სიმტკიცეს გვინერგავდა… ტირილი და ღიმილი ერთად გვაფორიაქებდა…
დღეს ჩვენ ძალიან პატარა ტაძარში დიდი წმინდა გიორგი შებრძანდა და სამუდამოდ დამკვიდრდა…
ახლა ვზივარ ჩემ ოთახში… დღე მიიწურა, ემოციებს თავს ვერ ვუყრი, მაგრამ პატარა, სოფლის ეკლესიაში ვიცი, რომ ჩვენი თანამებრძოლი გიორგი მელოდება და მე უკვე არაფრის, აღარაფრის მეშინია…
დანარჩენს თავად დაალაგებს… გზებსაც გაიყვანს, კედლებსაც გაამაგრებს… ჩემი ნიკოს სახელობის ბაღსაც გააშენებს…
მისგან უზომოდ შეყვარებულ იესოსთან სიტყვას შეგვაწევს და ჩვენ წილ დიდგორს მოგვაგებინებს..
მე ის უკვე მენატრება… და მე ამ მონატრებით ძალიან ბედნიერი ვარ…
გილოცავთ და გისურვებთ, ასეთი განცდა თქვენი გულის სტუმარი იყოს უსასრულოდ!..
კომენტარები