ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, უკრაინის ომი რუსეთის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ტყუილია, რომ პატრიარქი კირილი ომში გასაგზავნ ყუმბარებს მირონს სცხებს.
“რუსეთის პატრიარქს დაუსვეს კითხვა შეკითხვა და მან თქვა, რომ მე არ ვარ მარტო მოსკოვის და რუსეთის პატრიარქი, ეს არის სრულიად რუსეთის პატრიარქი და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომი. ასე რომ, იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, არის ტყუილი. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა, პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა არის სახელმწიფო”. – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
„ტაბულა“
კომენტარები