მთვარის ფაზების მიხედვით, ასტროლოგები ყოველთვიურად ხელსაყრელ და სარისკო დღეებს ასახელებენ – თვის ბოლომდე, მთვარის კალენდრის მიხედვით, დარჩენილი დღეები ასე ნაწილდება: ხელსაყრელი დღეები: 24 ნოემბერი. არახელსაყრელი დღეები: 27, 29, 30 ნოემბერი.
ახალი მთვარე 24 ნოემბერსაა და ადამიანებს ეს მოვლენა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს, გაუჩენს ახალ იდეებსა და მიზნებს და სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ დააფიქრებს.
ასტროლოგების მთავარი რჩევაა, ამ დღეს ფურცელზე ჩამოწეროთ საკუთარი სურვილები, გეგმები და მიზნები. გამოყავით ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებად საინტერესო ნაბიჯები და რაც მთავარია, ყურადღებით იყავით თითოეულ სიტყვასა და სურვილთან მიმართებით, რადგან ახლა სამყაროს იმაზე მეტად ესმის თქვენი, ვიდრე სხვა დროს, ამიტომ ყველა დეტალი საგულისხმოა.
კომენტარები