ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურად, არამედ ბრიუსელთან, ევროკომისიასთან, რადგანაც მოხდეს იმ პრობლების გათვალისწინება, რომელიც შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის 90-დღიანი ვადა ეწურებათ და მათი დეპორტაცია არ განხორციელდეს- მის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს უკვე ბევრი ქვეყნისგან აქვს დასტური, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ საქართველოს მოქალაქეების პრობლემებს.
„ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც პანდემიის გამო გადაუვადდათ ევროკავშირი მათი ლეგალური ყოფნის ვადა, ამ პრობლემებს აუცილებლად გაითვალისწინებენ“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, სპეცრეისებით მოქლაქეების სამშობლოში დაბრუნებისას, პირველ რიგში პრიორიტეტულია ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ასევე ონკოპაციენტები, ხანდაზმულები, ორსულები და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი პირები.
კომენტარები