ბოჭორიშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან 20 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, 5 პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს, თუმცა მათგან ერთი ასაკოვანი დამიანის მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკაში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 5 გართულებული პნევმონიითა. გამოვყოფდი ერთი პაციენტის მდგომარეობას, რომელიც ასაკოვანია და მას ორმხრივი პნევმონია აქვს. 5 კი ბავშვია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობა და მონიტორინგი გრძელდება. 20 პაციენტის ანალიზები გადაგზავნილია გამოსაკვლევად და პასუხებს დღეს ველოდებით. მათგან 16 ახალი შემთხვევაა, ოთხს კი განმეორებითი ტესტირება უტარდება“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.
სულ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 55 პაციენტი იმყოფება.
კომენტარები