„იმედის დილამ“ ინტერვიუ ჩაწერა ქართველ ექიმთან, რომელიც ლონდონის გაის ჰოსპიტალში მუშაობს, სადაც კორონავირუსისგან ბორის ჯონსონი მკურნალობს. მან ბრიტანეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე არ მაქვს მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გასაჯაროებული არის ოფიციალური წყაროებით. დიახ, ის იმყოფება ჩვენთან საავადმყოფოში უკვე მესამე დღეა და როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, მის მდგომარეობა არის სტაბილური და ის არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე, რაც ძალიან სასიხარულოა, – აღნიშნა ერემეიშვილმა.
მან ვირუსთან საქართველოს ბრძოლაზეც ისაუბრა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმატებულ მიდგომას გაუსვა ხაზი.
კომენტარები