კანადა ქვეყანაში 1.5 მილიონ მიგრანტს იწვევს. BBC-ის ცნობით, კანადაში მცხოვრები ყოველი მეოთხე პირი სხვა ქვეყანაში დაიბადა. კანადა იმიგრაციაზე სერიოზულ გათვლებს აკეთებს. ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩამსვლელთა ხარჯზე ეკონომიკაში სამუშაო ძალის უკმარისობა აღმოფხვრას, რომელიც მოსახლეობის დაბერების და პენსიონერთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
მომავალი წლის იანვრიდან და 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად 500 000 ემიგრანტის მიღებას გეგმავს. ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კანადის მოსახლეობა საერთო ჯამში 1,5 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს.
ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ კანადის მაცხოვრებლებიდან ბევრს ეშინია უცხოელთა ასეთი მასიური შემოდინების.
კომენტარები