ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთი მიერ ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ჯანმრთელობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის გაგრის მცხოვრებია, მოგზაურობის ისტორია კი , მოსკოვს უკავშირდება. ამის გამო ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაგრის რაიონში, კომენდანტის საათი გამოაცხადა. გაგრამდე კომენდანტის საათი 30 მარტს გალის რაიონშიც გამოაცხადეს. გალის რაიონი სრულად ჩაკეტილია.
კომენტარები