“ლელოს” ყოფილი წევრი, ანი მიროტაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
ერთ გამოცდილებას გაგიზიარებთ, მე 2020 წელს არჩვენები წავაგე, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მიუხედავად ჩემი რეიტინგისა, წავაგე, რატომ იცით? ადამიანებს ვერ გავეცი ერთი მთავარ კითხვაზე პასუხი – რას ცვლი მერე შენ ჩემთვის? – ვერაფერს ვერ ვცვლი მისთვის.
თუ 2020 წელს ძალიან მძიმე მოცემულობას ვხედავდი, ჭიათურაში და ხარაგაულში, 2022 წლის ზაფხული გავატარე საჩხერეში, არ შემხვედრია არც ერთი ადამიანი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ ვგულისხმობ ქართული ოცნების აქტივს, საჩხერეში, ხალხო, დანარჩენ საქართველოზე კი არ ვლაპარაკობ, საჩხერეში არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც საერთოდ დამელაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილზე, საქმეს გამირჩევდა კი არა, რომ შენ რატომ იყავი ბიძინას წინააღმდეგ და ა.შ. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ხსენება რომ უნდოდა, ასეთი ადამიანი არ შემხვედრია და იცით რა იყო? ხელის ჩაქნევა და მოიცა რა…
ხალხი მზად არის ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად.
კომენტარები