ეკონომისტი ირაკლი ლატარია:
,,ზოგან წყალი გაითიშა, ზოგან გაზი და მთელი ქვეყანა დავიზაფრეთ!!!
ხოდა რა მინდოდა მეთქვა ?
დღეს გადავხედე და ყველაზე მეტად აქტიურები და გადაფსიხებული ამ ფაქტებით უფრო ისინი არიან, ვინც 24 საათი წიოდა დავიწყოთ ომიო…… რაის ომის დამწყებები ხართ არ გადამრიოთ, წინა მარკეტში რომ შაქარი მთავრდება გვამური ლაქები გეწყებათ ..
მეგობრებში ყველა პარტიის წარმომადგენელი მყავს და თუ არ შეწუხდებით მიპასუხეთ…
დღეს რომ მშვიდობაა და თბილისი არ გავს ხარკოვს, ზუგდიდი – ბუჩას, თელავი – ირპენს და სამტრედია – ნიკოლაევს / ამას არ მიესალმებით? ერთი დღით, რომ წყალი და გაზი არ გვაქვს და მოსვლას ველოდებით და არა იმას, თუ როდის ვის ჩამოგვასვენებენ ფრონტიდან, ვისი დამსახურებაა?!!!
დამეფიცება ორივე შვილი, ამ პოსტს საერთოდ პირადი სიმპატიის გარეშე ვწერ და მართლა მინდა რეალობას თვალი გაუსწოროთ და ისე მიპასუხოთ…
რუსებზეა მიცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი მიშას დროს და ახლა რომ ომის დაწყებას ქადაგებთ, დავიჯერო არ გაქვთ გააზრებული სულ რომ არ გვესროლონ რა დღეში ჩავარდებით ერთი ,,ღილაკის” დაჭერით?
მე ზუსტად ვიცი, რომ შინაგანად არავის გინდათ ომი, მაგრამ არ მესმის ერთი რამ –
– რუსები რომ უვიზოდ შემოდიან, აგერ ყურის ძირში რომ ოკუპანტები გვყავს, ზემო აფხაზეთი რომ წაიღეს, გორის მიმდებარედ 110 სოფელი რომ მიითვისეს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ რუსებს მიყიდეს და რაც მთავარია: 2012 წლამდე რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონია, ხომ იცით ყველამ, რომ ამ ყველაფერზე ხელის მომწერი არის სააკაშვილი და მაინც უტიფრად ჩვენსკენ რომ იშვერთ მაგ უზნეო თითებს – ასეთი რა მონური სული გაქვთ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მოღალატე და სამშობლოს გამყიდველ სააკაშვილს ახსენებთ როგორც დაჩაგრულს? მთელი გულით მაინტერესებს, ასე როგორ გეზიზღებათ ეს ჩემი საწყალი ქვეყანა, რომ უკრაინის ნაძირალა მაღალჩინოსნის მოთხოვნას, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი უნდა მოკვდეს – ტაშს უკრავთ? მართლა ვგიჟდები ამ ყველაფერზე 🙁 გუშინ წიოდით, გინდა თუ არა უნდა შევეხიდნოთ უკრაინას ქალაქების მიწასთან გასწორებაშიო და დღეს, წყალი და გაზი არ გვაქვსო და მიწასთან ასწორებთ ხელისუფლებას
არავინ თქვენს მადლობას არ ითხოვს, მაგრამ ღამე როდესაც იძინებთ და საკუთარ თავთან რჩებით, ნუთუ არ უფიქრდებით იმას, რომ – ახლა რომ ყიფილიყო თქვენი ბელადი ხელისუფლებაში, ყოველ დილით ფეისბუუქზე წყალი გაწყდას ნაცვლად დაიდებოდა – მინიმუმ 100 ქართული ოჯახის ამოწყვეტის პოსტი?”
კომენტარები