ვანში ინფიცირებული ქალის ოჯახის ორ წევრს, მეუღლეს და სიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
დღეს დილით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.
კომენტარები