პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ტვ პირველთან” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, ამბობს:
ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, მაგრამ ამ მოცემულობით, თუ ოპოზიცია ერთობისკენ არ წავიდა, ვერაფერს ვერ ვიზამთ. იძულებული ვარ საზოგადოების წინაშე, ვთქვა, გავაფრთხილო ყველა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ასე გაგრძელდა პროცესი, 2024 წელს, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას დაიწერს. ამას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ვერ გადაიტანს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
თუ ასე გაგრძელდა 2024 წელს არაფერი არ შეიცვლება, თუ ასე გაგრძელდა 2028-ში ეგრე იქნება, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ იქნება ეს ხელისუფლება.
ერთობის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ისეთ დიდ ლიდერებსაც კი, როგორიც იყო ზვიად გამსახურდია, დასჭირდა ერთობა და დასჭირდა კოალიცია, იგივე ვარდების რევოლუციისთვისაც სააკაშვილს დასჭირდა კოალიცია, ბიძინა ივანიშვილი ამხელა რესურსით მოვიდა და ისევ კოალიციით.
ერთობის და იმედის მიცემის გარეშე, იმის გარანტიის გარეშე, რომ ოპოზიცია მარტივ მამრავლებად არ დაიშლება და მოგებულ არჩევნებს არ გაცვლის საპარლამენტო სკამში – ამის გარეშე, რეალური ცვლილება იქნება შეუძლებელი.
კომენტარები