პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ტვ პირველთან” იხსენებს 2012 წლის არჩევნების და 2020 წლის არჩევნების პერიოდებს და ამბობს:
მიხეილ სააკაშვილსაც ეგონა, რომ მუდმივად იქნებოდა.
დიახ, ჩვენ ხელისუფლებას ეგონა, რომ მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მინიმუმ 20 წელი და როცა ვეუბნებოდა, რომ არ არის ასე, როცა ვეუბნებოდი, რომ ასეც რომ იყოს, ემანდ ხვალ არ ხარ ხელისუფლებაში, იმაზეც უნდა იფიქრო, მერე რა ხდება, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ლამის.
დღევანდელ ხელისუფლებასაც ჰგონია, რომ 30 წლით არის მოსული, მაგრამ ვერ არის.
შეხედეთ, 2012 წლის არჩევნებზე რა მოხდა – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი იყო და მან დაინახა ორი რამ – ერთი ის, რომ ხალხის მოთმინების ფიალა ავსებული იყო და მეორე მან დაინახა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ოპოზიციამ ვერ დაანახა ბიძინა ივანიშვილს 2020 წელს, სააკაშვილმა დაინახა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი და აპირებდა ბოლომდე ბრძოლას თავისი მონაპოვარის დასაცავად. ის მიხვდა, ბრძოლა დამთავრდებოდა ძალიან მძიმე დამარცხებით და კატასტროფული შედეგებით მისთვის.
2020 წელს რომ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილისთვის მიეცა ის განცდა, რა განცდაც სააკაშვილმა მიიღო 2012 წელს, რომ ოპოზიცია ერთიანი დარჩება, უკან არ დაიხევს, ვერ დაანგრევს, ვერ დაშლის, ვერ შეიტყუებს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი და მოგებულ არჩევნებს არ ჩააბარებს, ასევე იძულებული გახდებოდა ბიძინა ივანიშვილი რომ დაეთმო და გადანაცვლებულიყო ხელისუფლებიდან ოპოზიციაში, ან მინიმუმ კოალიციურ მმართელობას მივიღებდით.
ივანიშვილი პრაგმატული ადამიანია, ნამდვილად არ არის უჭკუო კაცი, თუ ის დაინახავდა პრაგმატულ საფრთხეს, ასეთი დიდი ერთობის, აუცილებლად მიიღებდა ადეკვატურ გადაწყვეტილებას, მაგრამ როცა იცოდა, რომ ნახევარი ოპოზიცია, მეორე ნახევარს კბილებით გვეჭირა, რომ როგორმე ერთობა შენარჩუნებულიყო, ამან იმოქმედა.
კომენტარები