მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა 1,519,213-ია.
ამ დროისთვის, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსმა 88,531 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაინფიცირებულების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, სადაც 429 052 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 14 739-ია. ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გასული წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.
კომენტარები