„პირველების“ ინფორმაციით, ცაგერის მერმა თანამდებობა დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირების გამო დატოვა.
მიზეზი გავლენებისთვის ბრძოლაა. წყარო „პირველებს“ ეუბნება, რომ დაპირისპირებამ პიკს ენუქიძესა და ნემსაძეს შორის ორი კვირის წინ მიაღწია და მათ შორის ჩხუბიც კი იყო.
თავად გიორგი ნემსაძე „პირველებთან“ ენუქიძესთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
“რას ქვია დაპირისპირება, ერთი ოჯახის წევრები ვართ, ჩემი ძმაკაცია გოჩა ენუქიძე”. – ამბობს ნემსაძე.
ცაგერის აწ უკვე ყოფილი მერი “პირველებთან” იმასაც ამბობს, რომ “ოცნება” მას სხვაგან გადაყვანას უპირებს. თუ სად, ამაზე ნემსაძე არ საუბრობს.
“ველოდები რაღაცეებს. ვერ გეუბნებით სად გადავყავარ, რო გაკეთდება სსქმე გაიგებთ, თუ არ გაკეთდება დავრჩები ისევ იქ”. – ამბობს ნემსაძე.
კომენტარები