საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ავრცელებს ფოტოებს და წერს:
ადგილი: თბილისი
დრო 11:46
თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი
დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე
მოძალადე – ჯერ კიდევ არის ქუჩაში
მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში
მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო
საქართველოს პროკურატურა – საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ(დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა)
საქართველოს საპატრულო სამსახური – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ(ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა)
საქართველოს სასამართლო – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ(მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს)
მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?!
არა ძალადობას
გიორგი ფხაკაძეს, კომენტარებში ეკითხებიან, კაცი იყო მოძალადე, თუ ქალი, რაზეც პასუხობს:
“კაცია, უბნის ბარიგა”
კომენტარები