25 ნოემბერს, ტერენტი გრანელის დაბადების დღის აღსანიშნავად, წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ჩატარდა პოეზიის საღამო, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეების მიერ წარმოდგენელ იქნა ლიტერატურული კომპოზიცია: ,,ჩემი გვარი: გრანელი- პოეზიას დარჩება“ . ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ფოლკლორული ანსამბლი ‘’მამული’’ (ხელმძღვანელი ბექა ზარქუა) და პედაგოგი სოფიო აბულაძე. საღამოს პედაგოგებთან, კულტურის სფეროსა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე ქ-ნი თამარ ბელქანია და საკრებულოს წევრი მაია მიქავა.
ღონისძიების ორგანიზატორი სოფო-თეო კვარაცხელია.
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას თანადგომისთვის!
კომენტარები