პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან” ქართულ ოცნებაზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას, ამბობს, რომ ქართული ოცნება გამიზნულად ცდილობს არ მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და არათუ არ ასრულებს 12 პუნქტს, არამედ, საპირისპიროსაც აკეთებს, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმის ნაცვლად აწინაურებს მურუსიძეს, ან საარჩევნო კანონის ნაცვლად საზოგადოებას სთავაზობს ფარსს.
გიორგი ვაშაძე:
გაგახსენებთ, როგორ ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნება კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, ზუსტად წინა საღამოს, აცხადებდნენ რომ არანაირი დაჩქარებული წესი არ არსებობს. მაისში გაცეცხლებულმა და გავეშებულმა კობახიძემ დაიწყო პირდაპირ თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და პარტნიორებზე, გამოაცხადეს ისინი მტრებად, ადამიანები, ვისაც მხარი უნდა დაეჭირა კანდიდატის სტატუსისთვი. მიიღეს მოსმენების შესახებ კანონი, ეხვეწებოდა კარლ ჰარცელი, არ გააკეთოთ ეს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. იმაზეც კი არ იყო საუბარი, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შეესრულებიათ, უბრალოდ, უფრო მეტად არ უნდა გაეფუჭებინათ სიტუაცია. ვინ დაიჭირა ნიკა გვარამია, სწორედ ბოლო კვირას, 5 დღე როცა იყო დარჩენილი ბოლო გადაწყვეტილებამდე? ეს არის მტკიცებულებები ქართული ოცნების პრორუსულობის. მათ უნდოდათ საბოლოოდ უარი მიეღოთ ევროკავშირისგან…
მოსმენების კანონს კვლავ მხარს დავუჭერთ, პრეზიდენტის ვეტო ჩვენთვის გაუგებარია – თალაკვაძე
კომენტარები