2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძე, “ჯორჯიან თაიმსთან” ამბობს:
“კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, ამბობენ ხოლმე, ვითომ თაროზეა შემოდებული ჩვენი შვილების საქმეებიო, ბევრისგან გამიგონია, მაგრამ ჩემი შვილის საქმე თაროზეც აღარ არის. ყველაზე დიდი მოსამართლეა უფალი და უფალი განსჯის ყველას, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, ნაციონალური მოძრაობა ვერასოდროს ვეღარ მოვა ხელისუფლებაში, მათ სისხლის სული სცემთ უკვე და რეპრესიების მანქანის ჩართვა უნდათ, არ გამოუვათ არაფერი, ტყუილად საუბრობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.”
კომენტარები