გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საქმეში გაწეული დახმარებისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რა თქმა უნდა საელჩოს, მის სრულ შემადგენლობას და ელჩს, კელი დეგნანს.
79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად სპეცრეისით ჩამოვიყვანოთ საქართველოში. რეისი ხვალ განხორციელდება“
მისივე თქმით, ამავე რეისით, სომხეთის რესპუბლიკის თხოვნით, ჩამოიყვანენ 35 სომეხ მოსწავლესაც.
კომენტარები