რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ ჩააგდო, მერიას უკან დაუბრუნდა. მუნიციპალიტეტმა კორექტირებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოს უნდა გადაუგზავნოს.
რუსთავის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” მარი ლიპარტელიანი, “რუსთავი2″–თან ამბობს:
“კომიკურია სწორედ ის, რომ მათი შენიშვნები არ არის ფინანსურ გაანგარიშებაზე დაყრდნობილი.
ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს სურვილების დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ოცნებებს ჩამოვწერთ. მით უმეტეს ეს წესით არ ეკადრება წარმომადგენლობით ორგანოს, რასაც საკრებულო ჰქვია. მინიმუმ უხერხულია, საკრებულოს ხელმძღვანელობა, რომელიც ჩემდა სამწუხაროა, რომ წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიებით, ასეთ ფურცელზე აწერს ხელს და არგუმენტებით მანიპულირებს.”
კომენტარები