გადაცემაში „სიკეთე მარტივია“, მსახიობი გივი სიხარულიძე საუბრობს და ამბობს:
რაღაც ძალა მელაპარაკება, მეუბნება, შეგიძლია მოარჩინო, ავი სული დაინახო, გამოიყვანო ადამიანის ორგანიზმიდანო.
დავინაზე პირდაპირ, როგორ დატრიალებს თავზე ადამიანს სიკვდილი…
შემიძლია ადამიანიდან ბოროტი სული გამოვიყვანო, ერთი ქალი მოვიდა მაგ საქმეზე, ვერ წარმოიდგენთ, სატანამ დამიწყო ლაპარაკი, არ შემოხვიდე ჩვენთან, თორემ დაგანგრევო, ეს სიტყვა არ დამავიწყდება. ვუთხარი, ქალბატონო, ვერც გიმკითხავებთ, ვერც იმას გეტყვით, ავი სული თუა, ვერ შემოვდივარ კონტაქტში–მეთქი.
შემიძლია ავი სული გამოვიყვანო, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მასში, დაგანგრევო, მითხრა.
შემიძლია ადამიანების ნევროზული მდგომარეობიდან გამოყვანა და შემიძლია ვუთხრა მომავალი, მაგრამ თუ ამოდის გარდაცვალება, ამის თქმის უფლება არა მაქვს. მე ვერ ჩავერევი იმაში, რაც ღმერთმა დაუშვა, მაგრამ რაც სატანამ დაუშვა, იქ შემიძლია ჩავერიო.
უნდა მქონდეს თქვენგან მოტანილი ყვავილი, შავი ვარდი კარგია, დატოვებთ, წახვალთ, 1 კვირაში ხმება, რომ მობრძანდებით, ამ ყვავილის ფოთლებზე, თაფლზე, რომელსაც შუბლზე წაგისვამთ, მარილი, ღვინო და სანთელი და მე თქვენ ძალიან ბევრ რამეს გეტყვით.
კომენტარები