ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
,,გინდაც ასიათასი ადამიანი შეიკრიბოს რუსთაველზე….
გინდაც მეასიათასე პეტიციას და მიმართვას მოაწეროს ხელი ვიღაც ჩემნაერმა ტიპმა საქართველოში თუ ნიუიორკში
არააქვს არავითარი აზრი
ერთი მისხალი საქმის გაკეთებაც კი არ შეუძლია
ერთ გოჯ ძალაუფლებას არ დათმობს ბიძინა
და რაც მთავარია
ამას მოჰყვება კიდევ ერთხელ დეზილუზიონირება, იმედგაცრუება, ნიჰილიზმი….
ადამიანებს და ინსტიტუციებს იმ ენაზე უნდა ელაპარაკო, რაც ესმის.
ბიძინას არ ესმის პროტესტის და დემოკრატიის არცერთი ენა. უბრალოდ არ იცის, არ ესმის და ამიტომაც მასთან რაიმე კონტაქტი, მოთხოვნა არის სრული უაზრობა.
ბიძინისტანის თამაში არ უნდა ითამაშო.
იმისათვის რომ რაიმე შესამჩნევი ცვლილება მოხდეს იმ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც ,,დაიგეგმა,, 3 დეკემბრის მიტინგი
აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი
სააკაშვილის ადვოკატები
ოჯახის წევრები
მისი პარტია
მისი გათავისუფლების მომხრე პარლამენტარები და საქართველოს მოქმედი დეპუტატები ყველა დონეზე
ანუ
უფლებადამცველის როლით ლეგიტიმირებული ძალა
პოლიტიკური სტატუსით ლეგიტიმირებული ძალა და
ოჯახის ძალა
უნდა გაერთიანდნენ ერთ ცენტრად და მიმართონ საქართველოში
ევროგაერთიანების წარმომადგენლობას
დასავლელი სახელმწიფოების საელჩოებს.
აი იქ უნდა მივიდნენ და მათ უნდა თხოვონ რომ
დაცული იქნას ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ადამიანის უზენაესი უფლება
ამასთან
აუცილებელია იმის სამტკიცის დემონსტრირება, რომ ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება არის პირდაპირ ჩარეული ომში რუსეთის მხარეზე
რომ ,,აბა ომი გინდა,, არი ბიძინისტანის ფეიკი და საქართველო უკვე აქტიურადაა ჩართული ომში რუსეთის სასარგებლოდ. აი ეს უნდა გააკეთოს იმ ზემოხსენებული გაერთიანების პოლიტიკურმა ნაწილმა.
ჩვენი პროტესტი უნდა იყოს არა პროტესტი, არამედ უნდა იყოს შემეცნებითი დასავლეთის წარმომადგენლობების მიმართ, რომ მათ დავანახოთ, მათ მივუტანოთ ის პრობლემები, რომელის გადაწყვეტაც ბიძინისტანის სიტუაციაში საქართველოში უბრალოდ შეუძლებელია.
მათ უნდა მოვთხოვოთ და ვთხოვოთ დახმარება,
მათ უნდა ვთხოვოთ ჩვენი პრობლემების საერთაშორისო პოლიტიკაში გასაჯაროება, ჩვენს მიმართ დაკარგული ინტერესის აღდგენა, ბიძინისტანის რეალური სანქციონირება.
ჩემი აზრით, აი ამას ექნება რაღაც მინიმალური მაინც აზრი.
ის, რაც ახლა ხდება,
არის კიდევ და კიდევ უფრო გაბაიბურება და ფეიკი იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც კიდევ შერჩათ აქტივობის სურვილი ცვლილებებისათვის.
სასაცილოა ისაუბრო პოლიტიკოსმა ,,ერთი წუთის არ დაკარგვაზე,, და პროტესტი ერთი კვირის მერე დაგეგმო.
ხომ ფაქტია, რომ ეს ფეიკია
ეს ვითომ აქტივობის ალიბია იმიტომ, რომ ისევე გააგრძელო ცხოვრება, როგორც აქამდე.”
კომენტარები