სააკაშვილის მხარდამჭერი ნინუკა ბორჩხაძე:
„კიდევ ერთხელ უნდა დავწერო, ამას წინათ რაც დავწერე: 2018 წლიდან, მიშას საქართველოში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნიკა მელია. ამ წინააღმდეგობას ხსნიდა მოვლენების ზუსტად ისე განვითარების საფრთხით, როგორც განვითარდა. ის ნაწილი, რომელიც დღეს მას მიწაში სდებს პირდაპირ, ამტკიცებდა, რომ მიშას ჩამოსვლა და საპროტესტო ცუნამის აგორება ერთი იქნებოდა, მელიას კი, მიშას დაბრუნების ეშინოდა და უმალავდა პრეზიდენტს ხალხის რეალურ განწყობას. მეტიც, მიშას რომ დაინახავენ საზღვართან, თავისით გამოვა მისი ნახევარი მილიონი მხარდამჭერიო, კი არ ამბობდნენ, – დაჟინებით ამტკიცებდნენ.
დღეს ეს ხალხი სდებს ბრალს მელიას მიშასთვის ყალბი მოლოდინების შექმნაში და მისი სასიკვდილო საფრთხისგან ვერდაცვაში. რასაც აქ ვწერ, ამ საუბრის და დისკუსიის, კამათის უშუალო მონაწილე და მომსწრე ვარ , ვიღაცის შეთხზულ ზღაპარს არ ვყვები.
უსინდისოა ის, ვინც ამ ვითარებას და ამ მდგომარეობას ნიკას საწინააღმდეგოდ იყენებს პარტიაში გავლენების დასაბრუნებლად ან მოსაპოვებლად“
კომენტარები