ახალი წელი ყოველი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ადამიანებს სწამთ ამ დღის ჯადოსნურობის, სიკეთის და იმის, რომ მომდევნო წელს, აუცილებლად აგვისრულდება ჩვენი ყველა ოცნება. ახალი წელი მართლაც ჯადოსნური დღესასწაულია, ბოლოს და ბოლოს ეს ერთადერთი დღეა, რომელსაც მთელი კაცობრიობა ერთად ვზეიმობთ, განურჩევლად იმისა რომელ მერიდიანზე ვცხოვრობთ, როგორი მთავარი ნაძვის ხე აქვს ჩვენს ქალაქს, ან სულაც თეთრი ციდან ფიფქი ცვივა თუ მცხუნვარე მზე ათბობს სანაპიროებს. ყველაფრის მიუხედავად, ახალი წლის ბრწყინვალება, ყველასთვის თანაბრად, კაშკაშებს და გულში რწმენას უსახავს. თუმცა, ამ დიდებულ დღეს, ასევე ახლავს გაუთავებელი ფუსფუსი და მომზადების დამღლელი პროცესი, ხშირად გაიგებ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაიგნორებად ფრაზასაც, – „ხელი არ ახლო, ახალი წლისთვის ვინახავ“. საახალწლო სამზადისში ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია საახალწლო ნაძვის ხე და მისი აქსესუარების სწორად შერჩევა. თუმცა, დღესასწაულისთვის კიდევ უამრავი დეტალი უნდა გაითვალისწინო, რათა განსაკუთრებული დღე მართლაც დასამახსოვრებელი გამოვიდეს.
აქ ნახავ რჩევებს, როგორ მოიწყო იდეალური ახალი წელი.
● იმისთვის, რომ ზედმეტი თანხა არ დახარჯო, საჭიროა წინასწარ მოემზადო საყიდლებისთვის. განსაზღვრო ყველაზე საჭირო ნივთები, რამდენის დახარჯვას აპირებ მათ შესაძენად და სად იყიდი. მაღაზიები საახალწლოდ სხვადასხვა აქციებს და ფასდაკლებებს გვთავაზობენ, მათ შორის იპოვი
ყველაზე ხელსაყრელ შემოთავაზებებსაც. საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილებისთვის ნახე VELI.store, სადაც მეტი კომფორტისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიიღებ შენაძენს ხოლო, იმისთვის, რომ დღე თავისუფლად დაგეგმო და დრო შენი სურვილების მიხედვით მართო, VELI.store-ზე მიწოდების ახალი ინტერვალი დაემატა. შეკვეთის მიღებას ახლა უკვე ღამის 01:00 საათამდე შეძლებ.
● შოპინგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთების შერჩევით დაიწყე და რა უნდა იყოს ნაძვის ხეზე მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ დეკორატიული ნაძვის ხე შეარჩიო, ჯერ განსაზღვრე ბუნებრივი ხე გინდა თუ სინთეტიკური მასალის. ბუნებრივი ნაძვის ხის შერჩევისას ყურადღება მიაქციე ტოტებისა და წიწვების მდგომარეობას. ტოტები გადაწევისას არ უნდა ტყდებოდეს, ხოლო წიწვები შეხებით არ უნდა ცვიოდეს ნედლ ნაძვის ხეს.
● მართალია, ქართული საახალწლო სუფრის განუყრელი ტანდემია საცივი და ოლივიე, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ცდილობს ორიგინალურობა შეიტანოს საახალწლო სუფრაზე. უმჯობესია, სურსათი და ალკოჰოლური სასმელები წინასწარ შეიძინო. თუ ბევრ სტუმარს არ ელოდები, მიზანშეწონილი არ იქნება გადაჭარბებული რაოდენობის საჭმლის მომზადება. ასევე, არ დაგავიწყდეს რომ, საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლია გამოიძახო უკვე მზა საკვები, ან გამოიწერო ალკოჰოლი.
● საახალწლო საჩუქრების შერჩევა, დღესასწაულების, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. შეფუთე საჩუქრები და დაწერე მისალოცი ბარათების ტექსტები. ეს პროცესი საყვარელი ადამიანების სიხარულისა და ღიმილის მოლოდინის სასიამოვნო განცდას მოგანიჭებს. წარმოიდგინე, როგორ გახსნის შენს საჩუქარს და წაიკითხავს სურვილებს. დაფიქრდი, რამდენი სასიამოვნო ემოცია და ბედნიერი მომენტი შეგიძლია გადმოსცე წერილში. გარდა ამისა, თუ თავად ვერ ახერხებ შეფუთვას და წერილის დაწერას, შეგიძლია ნივთი VELI.store-ზე შეარჩიო. აქ არსებულ 14 კატეგორიაში ნებისმიერი ადამიანისთვის აღმოაჩენ იდეალურ საჩუქარს და შეძენილ ნებისმიერ ნივთს ადრესატი სასაჩუქრე შეფუთვითა და კეთილი სურვილების ბარათით 3 საათში მიიღებს.
● ახალი წელი წარმოუდგენელია საზეიმო დეკორაციების გარეშე. ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან საახალწლო მორთულობაზე ზრუნვას და ალბათ შენც ჭრიდი ქაღალდისგან ფიფქის ფორმის ორიგამებს. თუმცა, ახლა ბევრად მრავალფეროვანი და დახვეწილი დიზაინის შექმნა შეგიძლია. გირლიანდების და ნაძვის ხის სათამაშოების შერჩევისას ყურადღება მიაქციე დაზიანებებს, მასში არ უნდა იყოს ჩამოსხმისას გაჩენილი ბუშტუკები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი უსაფრთხოებაა, შეამოწმე სათამაშოებს არ ჰქონდეს ბასრი წვერები, რათა ბავშვები არ დაშავდნენ, ახალი წელი ხომ პირველ რიგში, მათი დღესასწაულია. ასევე გაითვალისწინე, რომ საახალწლო გირლანდებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს: ნაძვის ხისთვის, ინტერიერის გასაფორმებლად, ქუჩისთვის.
მაგალითად, თუ ნაძვის ხის გირლანდას არჩევ, მაშინ უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია შეიძინო პროდუქტი, რომლის სიმძლავრეც არ აღემატება 50 ვატს. ხოლო, თუ გაფორმების ორიგინალურ გზებს ეძებ, შეგიძლია ჯანჯაფილის ნახვრეტებიანი ნამცხვრები გამოაცხო, გაუყარე ფერადლი ლენტი და გაახარე ახლობლები ორიგინალური და გემრიელი გირლანდით.
● საყვარელი ოჯახის წევრების ან მხიარული მეგობრების გარემოცვაში, ნებისმიერი დღე დღესასწაულად იქცევა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ თავყრილობები არ გვიყვარს და საყვარელ ადამიანთან გვსურს ახალი წლის გატარება. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა შეიძლება იყოს წყვილისთვის განუმეორებელი პაემანი მოიწყონ. შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ მცირე მოგზაურობაში, გაემგზავრეთ იქ, სადაც ორივეს ყოველთვის გინდოდათ წასვლა. ერთად დასვენება შესანიშნავ საახალწლო ზეიმად იქცევა. დარჩი საყვარელ ადამიანთან ერთად – მეგობრების, ბავშვების და ინტერნეტის გარეშე. თუ ქალაქიდან გასვლას ვერ შეძლებ, შეგიძლიათ სპაში წახვიდეთ, რათა ნამდვილად დაისვენოთ, გაახალგაზრდავდეთ, ახალი გამოცდილება შემოიტანოთ ურთიერთობაში. ასევე, შეგიძლია უბრალოდ მოიმარაგო სახის ნიღბები და ლოსიონები, მასაჟის ზეთი და სანთლები და სახლში მოიწყოთ სპა ღამე, ეს არამხოლოდ წარმოუდგენლად გამაგრილებელი და დამამშვიდებელი გზა იქნება ახალი წლის ღამეს სტრესის მოსახსნელად, არამედ რომანტიკას შემოიტანს თქვენს ურთიერთობაში.
● რამდენადაც საჩუქრები და სიურპრიზები ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და მოლოდინებით აღსავსე ნაწილია, შეგიძლია მას ორიგინალური სახე მისცე. ბოლო წლების განმავლობაში პოპულარულია Secret Santa-ს თამაში, ის შეგიძლია ითამაშო როგორც თანამშრომლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. ამ თამაშის პრინციპი ის არის, რომ ფარულად ჩუქნით ერთმანეთს საჩუქრებს, ანუ ადრესატმა არ იცის ვინ არის მისი სანტა. ადრესატების ასარჩევად ჩაყარე ყუთში დაჭრილი ფურცლები მოთამაშეების სახელებით და რიგ-რიგობით ამოიღეთ. ასევე, შეგიძლია ონლაინ პლატფორმები გამოიყენო და Secret Santa Generator მოძებნო ინტერნეტში, რომელზეც უამრავ გამოსადეგ რესურსს ამოგიყრის საძიებო სისტემა.
● მართალია, ახალი წელი საქართველოში ძირითადად უხვი საკვებით გაწყობილ სუფრებთან ასოცირდება, თუმცა დრო იცვლება და მასთან ერთად გემოვნებაც, რაც ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციაზეც აისახება. შენ გაქვს უფლება არ გიყვარდეს საცივი და ახალი წლის გატარება მეგობრებთან ერთად სამაგიდო თამაშებით გერჩიოს. რატომაც არა. შეარჩიე და შეიძინე ონლაინ სამაგიდო თამაშები. VELI.store-ზე თამაშების ისეთი მრავალფეროვნება დაგხვდება, აქ აუცილებლად იპოვი სამაგიდო თამაშს,
რომელიც შენი მხიარული ახალი წლის გარანტია გახდება.
● დაამკვიდრე შენი საახალწლო ტრადიცია. გახსოვს ფილმი „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“? იქ ყველაფერი მორიგი საახალწლო ტრადიციით იწყება, რაც მეგობრებთან ერთად აბანოში წასვლას მოიცავს. შენ გაქვს რაიმე ტრადიცია დღესასწაულებისთვის? თუ არა, ახლა შეგიძლია მოიფიქრო. შეიძლება ეს იყოს ქველმოქმედებასთან დაკავშირებული, გაახარე გემრიელი სანოვაგით შედარებით ხელმოკლე ნათესავები ან სულაც უცხო ადამიანები. სხვების გახარება, ვისაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდება, შენც განუზომელ
სიხარულს მოგიტანს.
● შეიძინე დეკორატიული სანთლები საახალწლო განწყობის შესაქმნელად. საახალწლო სიმბოლოებით გაფორმებული ნივთები შეიძლება ბანალურად გეჩვენებოდეს, მაგრამ ზოგჯერ მთავარი არა მათი ფუნქციონალურობა და სარგებელია, არამედ სახლში სიმყუდროვის შექმნა. ლამაზად გაფორმებული და დარიჩინის ჩხირებით გაწყობილი სანთლები, არამხოლოდ შესანიშნავი დეტალი იქნება ინტერიერისთვის, არამედ ის სასიამოვნო არომატით მიმზიდველ გარემოსაც შექმნის და ტკბილი სურნელებით აავსებს შენს სახლს.
ჩვენი რჩევები დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და შეიძლება შთაგონების წყაროდაც იქცეს, რათა შენი გემოვნებით მოიწყო დაუვიწყარი ახალი წელი. ხოლო, საჩუქრები, დეკორატიული ნაძვის ხე თუ სხვა პროდუქტები შეარჩიე VELI.store-ზე.
კომენტარები