რუსეთში, პერმის ერთ-ერთ სასტუმროში გამათბობელი მილის გასკდომის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მილის ექსპლუატაცია ხდებოდა 1962 წლიდან. შემთხვევის შედეგად კრიტიკულად დაშავდა აგრეთვე სამი ადამიანი, რომელთაც მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. გარდაცვლილთა შორისაა ერთი ბავშვი.
უბედური შემთხვევის დროს, მდუღარე წყლით სასტუმროს მთელი კორიდორები და იატაკები დაიფარა. პროკურატურა იძიებს ფაქტს, იყო თუ არა დასაშვები, გაეცა ნებართვა დამსვენებელთა მიღების შესახებ ასეთ მდგომარეობაში მყოფ სასტუმროს ადმინისტრაციას და შემოწმებელი იყო თუ არა გათბობის სისტემის მუშაობის საიმედოობა.
კომენტარები